Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელს აშშ-ის უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოს გადასცემენ


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ამ ქვეყნის უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოს, პრეზიდენტის თავისუფლების მედალს გადასცემს გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. ცერემონია და ოფიციალური მიღება დღეს, ვაშინგტონში გაიმართება. მერკელი - პირველი ქალი გერმანიის კანცლერის პოსტზე - პირველი ევროპელი ლიდერია, რომელსაც ობამა უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოს მიანიჭებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ, თეთრ სახლში გაიმართება ოფიციალური ვახშამი ანგელა მერკელის პატივსაცემად. შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, კანცლერის დაჯილდოვება მიუთითებს მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც მერკელსა და ობამას შორის ჩამოყალიბდა ბოლო წლების მანძილზე.
XS
SM
MD
LG