Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიმშილობა დაიწყო ”ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთმა ლიდერმა


შიმშილობა დაიწყო ”ეროვნული საბჭოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის ჩატარების მცდელობისას 5 ივნისს დააკავეს და ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდის დროებითი მოთავსების იზოლატორში. შსს-თან გამართულ ბრიფინგზე ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა წაიკითხეს ლაშა ჩხარტიშვილის განცხადება, რომელშიც ის სამინისტროსგან მოითხოვს 26 მაისიდან გაუჩინარებული პირები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ოფიციალურად აღიაროს და მათი ძებნა დაიწყოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სიების მიხედვით. გარდა ამისა, ჩხარტიშვილი მოითხოვს, რომ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების იურისტებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების სავალდებულო ჩართულობით შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც 26 მაისის დარბევისას ჩადენილ დანაშაულს შეისწავლის.
XS
SM
MD
LG