Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,ვასილიოს N“-ის ეკიპაჟი მალე შინ დაბრუნდება


გემ ,,ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა, რაც 11 თვე გრძელდებოდა, დასასრულს უახლოვდება. როგორც რადიო თავისუფლებას აცნობა გემის კაპიტანმა, ივერი ყურაშვილმა, მალტის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეკიპაჟის წევრებმა გემის გაყიდვის უფლება მოიპოვეს. სასამართლო პროცესი ოთხშაბათს დილით შედგა.

გემის მფლობელისა და ტვირთმფლობელის დავის გამო, საქართველოს დროშით მცურავი საშუალება ,,ვასილიოს N“-ი 11 თვის მანძილზე ლიბიაში იყო დატყვევებული. გემის ეკიპაჟმა მარტში, საომარი მოქმედებების გამძაფრებისას, მისრათის პორტიდან გემის გაყვანა და გაქცევა შეძლო.

"ვასილიოს N"-ის მეზღვაურები სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან: „დაადგინეს, რომ გემის გაყიდვის უფლება უკვე გვაქვს და სამ კვირაში, 28 ივნისს, ჩატარდება აუქციონი და გემი გაიყიდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ივერი ყურაშვილმა.
XS
SM
MD
LG