Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო სირიას მოუწოდებს, ბოლო მოუღოს რეპრესიებს „საკუთარი ხალხის“ მიმართ


ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ნავი პილაიმ სირიის მმართველ რეჟიმს მოუწოდა, ბოლო მოუღოს რეპრესიებს „საკუთარი ხალხის“ მიმართ და დაუშვას ფაქტების მომძიებელი კომისიის მუშაობა სირიაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ბრალდებების გამოსაძიებლად. პილაის თქმით, მის უწყებას მიღებული აქვს ცნობები, რომ 1100-ს გადააჭარბა სირიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შედეგად დაღუპული პირების რიცხვმა და რომ დაკავებულია 10 000-მდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG