Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა ინვენტარიზაცია გამომცემლობა "პალიტრა L"-ში


შემოსავლების სამსახურმა დაასრულა ინვენტარიზაცია ჰოლდინგ „მედია პალიტრის“ გამომცემლობა "პალიტრა L"-ში. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 7 ივნისს ერთდროულად დაიწყო არაგეგმური შემოწმება "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა სტრუქტურაში. სამსახურის ინფორმაციით, გეგმური სასაქონლო-მატერიალური ინვენტარიზაცია უკვე დასრულებულია "მედიაპალიტრის" ოთხ საწარმოში, მათ შორის "პალიტრა L"-ში. ამასთან, სამსახურის თანამშრომლებმა 7 ივნისს "მედიაპალიტრის" ექვს სხვადასხვა კომპანიაში დატოვეს შეტყობინება საგადასახადო შემოწმების შესახებ. ამ შეტყობინების თანახმად, "მედიაპალიტრის" 6-ვე შპს-ში, დაახლოებით, 10 დღეში დაიწყება გასვლითი საგადასახადო შემოწმება.
XS
SM
MD
LG