Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომეხმა და აზერბაიჯანელმა მინისტრებმა მთიან ყარაბაღზე ისაუბრეს


მოსკოვში ჩატარდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, ედუარდ ნალბანდიანისა და ელმარ მამადიაროვის შეხვედრა მათი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის შუამავლობით. მხარეებმა განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, შეხვედრა ემსახურებოდა სამი ქვეყნის პრეზიდენტების მიმდინარე თვისთვის დაგეგმილი მოლაპარაკების მომზადებას. საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, სომხეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ მხარეებმა შეძლეს, შეემცირებინათ აზრთა სხვაობა მთავარ საკითხებზე, რომლებიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ძირითად პრინციპებს ეხება. დასავლეთის ქვეყნები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ 2007 წელს მომზადებული პროექტის ძირითად პრინციპებს, მათ შორის სომხეთის ეტაპობრივ გასვლას მთიანი ყარაბაღის გარშემო ტერიტორიებიდან და „დროებით სტატუსს“ რეგიონისათვის, რაც არ გულისხმობს სრულ დამოუკიდებლობას
XS
SM
MD
LG