Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკონსკი: რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას


რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტეოდორ ბაკონსკიმ, რადიო თავისუფლების მოლდავურ სამსახურისთვის 10 ივნისს მიცემულ ინტერვიუში სეპარატიზმის საკითხზე საუბრისას საქართველოს შესახებაც ილაპარაკა და განაცხადა, რომ რუმინეთი მის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. თავისი ქვეყნის პოზიცია მან ასე ახსნა: „რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ის საფრთხე არ არის, რომელსაც [სეპარატისტული] პრეცედენტები ქმნიან საერთაშორისო დონეზე. ჩვენ, უბრალოდ, საგარეო ურთიერთობებში გარკვეული სტანდარტების ერთგული ვართ და ამავე დროს ვთვლით, რომ სეპარატისტული რეგიონები უფრო მეტ პრობლემებს ქმნიან, ვიდრე წყვეტენ. ამდენად, [სეპარატიზმის] შესაძლებლობას ხელი პასუხისგებით მოქმედმა ყველა სახელმწიფომ უნდა შეუშალოს“ - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
XS
SM
MD
LG