დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. მისი დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე კარლ ბილდტმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკება არ უნდა შეწყდეს. ბილდტი მიიჩნევს, რომ ეს ფორმატი მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული პროგრესი ჯერჯერობით არ შეინიშნება. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საქართველოს არცერთ ოფიციალურ პირს არ უთქვამს, რომ ჟენევის მოლაპარაკება უნდა შეწყდეს. ვაშაძის განმარტებით, დისკუსიის ბოლო რაუნდის შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ბოკერიამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ტერაქტების მცდელობა საფრთხეს უქმნის ჟენევის მოლაპარაკებას.
ყველაზე პოპულარული
1