Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტროს ეფთიმიუ განაგრძობს საქართველოში ვიზიტს


საქართველოში ვიზიტს განაგრძობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ, რომელიც დღეს იმყოფებოდა ბათუმსა და გორში, საიდანაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე გაემგზავრა. დღესვე პეტროს ეფთიმიუ წეროვანის დასახლებაში შეხვდება აგვისტოს ომის შედეგად დევნილებს. საღამოს თბილისში დაგეგმილია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
XS
SM
MD
LG