Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ და პეტრეუსმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანაზე ისაუბრეს


შეერთებული შტატების პრეზიენტი ბარაკ ობამა თეთრ სახლში ნატოსა და ამერიკის ჯარების სარდალს ავღანეთში, გენერალ დევიდ პეტრეუსს შეხვდა. თეთრი სახლის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ავაღანეთიდან ამერიკის სამხედრო ნაწილების გაყვანაზე, რაც ივლისიდან ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეი კარნის თქმით, პეტრეუსმა წარმოადგინა რიგი მოსაზრებები ავღანეთში ჯარების შემცირების თაობაზე. დეტალები არ დასახელებულა. მოსალოდნელია, რომ ავრანეთიდან ჯარების გაყვანის თაობაზე ბარაკ ობამა ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. ამჟამად ავღანეთში აშშ-ის 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.
XS
SM
MD
LG