Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე: გარეგინ მეორე ახალგაზრდაა და მეტი გამოცდილება სჭირდება


„საქართველოს ეკლესია ღიაა ყველასათვის, მაგრამ ქართული ეკლესია არ დაუშვებს, რომ დაიჩაგროს ქართველი ერი და საქართველო - ამის შესახებ , საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“. ილია მეორე ამ საკითხს საქართველოში ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ მეორის ვიზიტის გახსენებისას შეეხო. "გარეგინ II ახალგაზრდა ადამიანია და ალბათ ჯერ მეტი გამოცდილება სჭირდება. ჭკვიანი კაცია, მაგრამ უნდა ყველაფერი სასწრაფოდ გააკეთოს, რაც არ გამოდის. ვუთხარი, რომ მაქვს დიდი გამოცდილება, ამიტომ სიმშვიდე ყველაფერს სჯობს", - აღნიშნა ილია მეორემ. მისი თქმით, სომხეთის პატრიარქთან შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის ეკლესიების ურთიერთობას შეეხო. "სომხებს აქვთ სურვილი, კიდევ გახსნან ტაძრები საქართველოში. ჩვენ შევთავაზეთ, რომ თუ საქართველოში გაიხსნება სომხური ტაძრები, სომხეთშიც აუცილებლად უნდა გაიხსნას ქართული ტაძრები. შევთანხმდით, რომ მომავალში უფრო კარგი თანამშრომლობა გვექნება. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეკლესია ღიაა ყველასთვის, მაგრამ ქართული ეკლესია არ დაუშვებს, რომ დაიჩაგროს ქართველი ერი და ქვეყანა" - განაცხადა ილია მეორემ.
XS
SM
MD
LG