ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილების მიღება საბერძნეთისთვის 110 მილიარდ ევროიანი ფინანსური დახმარებით გათვალისწინებული მორიგი ტრანშის გამოყოფის შესახებ. ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ათენს შეუძლია მიიღოს 12 მილიარდი ევრო ივლისის შუა რიცხვებში, თუკი საბერძნეთის პარლამენტი მიიღებს მნიშვნელოვან კანონებს ხარჯების შემცირებასა და სახელმწიფო ქონების გაყიდვაზე. ამას გარდა, ივლისში მინისტრებმა უნდა შეიმუშაონ საბერძნეთისთვის კიდევ ერთი ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის პირობები.
ყველაზე პოპულარული
1