Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკატასტროფას რუსეთში 44 ადამიანი ემსხვერპლა


ბოლო მონაცემებით, რუსეთის ქალაქ პეტროზავოდკსში სამგზავრო თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. სულ ბორტზე 43 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანია ”რუსაეროს” კუთვნილი ტუ-134 მოსკოვი-პეტროზავოდკსის რეისს ასრულებდა. დაშვებისას თვითმფრინავი მიწას დაენარცხა და ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით კატასტროფის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობები გახდა.
XS
SM
MD
LG