Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა ღაზაში პალესტინელთა სახლების მშენებლობის ნებართვა გასცა


ისრაელის სამხედრო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მან გასცა ნებართვა, ღაზის სექტორში აიგოს პალესტინელთათვის 1200 ახალი ბინა. ისრაელის სამოქალაქო მმართველობის თანახმად, ნებართვა ეხება, ასევე, 18 სკოლის მშენებლობას. ისრაელმა აკრძალა ღაზის სექტორში სამშენებლო მასალის შეტანა მას მერე, რაც ღაზას "ჰამასის" გაერთიანება აკონტროლებს. ისრაელი შიშობს, რომ "ჰამასი" მასალას სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს. გაეროს წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთში , რობერტ სერი, გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც „მნიშვნელოვან ნაბიჯს“.
XS
SM
MD
LG