Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „იმედგაცრუებულია“ დნესტრისპირეთის შესახებ მოლაპარაკების ჩაშლით


რუსეთის განცხადებით, კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა მოლდავეთსა და მის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონს შორის კონფლიქტის დასრულების გზების მოძებნას, უშედეგოდ დასრულდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „სერიოზული უთანხმოების გამო, განხილვა, სამწუხაროდ, ჩაიშალა“. ორდღიანი შეხვედრა მოსკოვში იმართებიდა და მასში დაპირისპირებული მხარეების გარდა მონაწილეობას იღებდნენ რუსეთი, უკრაინა, ევროკავშირი, აშშ და ეუთო. რუსულენოვანი დნესტრისპირეთი რუმინულენოვან მოლდავეთს 1990 წელს გამოეყო. 1992 წელს მხარეებს შორის მოკლე ომი მოხდა.
XS
SM
MD
LG