Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო არ აპირებს ლიბიაში საჰაერო ოპერაციის შეწყვეტას


ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსი გააგრძელებს საჰაერო ოპერაციას ლიბიაში, მიუხედავად იტალიის მოწოდებისა, შეწყდეს ბრძოლა, სამოქალაქო პირებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად. ნატოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ვიდეოგანცხადებაში, რასმუსენი აღნიშნავს, რომ ალიანსი გააგრძელებს თავის მისიას, რადგან თუ შეჩერდება, შესაძლოა, გაცილებით მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპოს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ლიბიაში ბრძოლა, ჰუმანიტარული დახმარების დერეფნისათვის ადგილის მისაჩენად.
XS
SM
MD
LG