Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მსგავსად, საფრანგეთიც დაიწყებს ავღანეთიდან ჯარების გაყვანას


საფრანგეთის განცხადებით, ის იწყებს ავღანეთიდან თავისი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანას. ამ საკითხზე პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის განცხადება რამდენიმე საათში მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსვლას, რომელიც ეხებოდა ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის გაყვანის გეგმას. ობამას თქმით, 2012 წლის სექტემბრამდე ავღანეთს დატოვებს 33 000 ჯარისკაცი - თითქმის იმდენი, რამდენიც 2009 წელს დამატებით გააგზავნეს ავღანეთში, იქ მყოფი კონტინგენტის გასაძლიერებლად და ომში მარცხის თავიდან ასაცილებლად. სარკოზიმ კი გამოაცხადა, რომ საფრანგეთი დაიწყებს ავღანეთში გაგზავნილი დამატებითი ჯარების თანდათან გამოყვანას ისეთივე განრიგით, როგორითაც ამერიკელი სამხედროები იხელმძღვანელებენ. ავღანეთში საფრანგეთის კონტინგენტი 4000-მდე ადამიანს ითვლის.
XS
SM
MD
LG