Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი მხარს უჭერს მატვიენკოს კანდიდატურას ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მხარი დაუჭირა წინადადებას ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ვალენტინა მატვიენკოს კანდიდატურის წამოყენების შესახებ. მატვიენკო სანქტ პეტერბურგის გუბერნატორია. მისი კანდიდატურის შესახებ წინადადებით გამოვიდა ბაშკირეთის პრეზიდენტი, რუსტემ ხამიტოვი გუბერნატორებთან მედვედევის დღევანდელ თათბირზე.
XS
SM
MD
LG