Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში მოკლეს საპროტესტო აქციების, სულ ცოტა, ცხრა მონაწილე


სირიელი აქტივისტები და თვითმხილველები იუწყებიან, რომ რამდენიმე ქალაქში ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა საპროტესტო აქციებზე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადაყენების მოთხოვნით. დემონსტრაციები იმართება მიუხედავად სამხედრო ოპერაციებისა, რომლებსაც სირიის ხელისუფლება ახორციელებს სამი თვის წინ დაწყებული საპროტესტო აქციებისათვის ბოლოს მოსაღებად. უფლებადამცველების ცნობით, უშიშროების ძალებმა, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი მოკლეს, როცა სროლა დაიწყეს საპროტესტო აქციების დასაშლელად რამდენიმე ქალაქში, მათ შორის დამასკში. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სირიის 1500-ზე მეტმა მკვიდრმა მიაშურა მეზობელ თურქეთს, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ოპერაციების შიშით. თურქეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო "ანატოლიის" ცნობით, 11 700-ს მიაღწია დროებით თავშესაფრებში მყოფი სირიელების რიცხვმა.
XS
SM
MD
LG