Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ცენტრში გაიმართა მიტინგი ლოზუნგით „არა - პუტინს“


ლოზუნგებით „რუსეთს - კი, პუტინს - არა!“, „დროა ხელისუფლების შეცვლისა სამართლიანი არჩევნებით“, - მოსკოვის ცენტრში დღეს მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა. ორგანიზატორთა ინფორმაციით, აქციაში 2 000 კაცი მონაწილეობდა. მიტინგის მონაწილეებმა გააპროტესტეს იუსტიციის სამინისტროს ამასწინანდელი გადაწყვეტილება, რომელმაც ფაქტობრივად აუკრძალა საქმიანობა პარტია „პარნასს“ („რუსეთისათვის ძალმომრეობისა და კორუფციის გარეშე“), რომლის ლიდერები მიიჩნევენ, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. დემონსტრანტებმა ასევე მოითხოვეს მიხაილ ხოდორკოვსკისა და პლატონ ლებედევის გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG