Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და ყირგიზეთი მსჯელობენ სამხედრო თანამშრომლობაზე


ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რუსლან კაზაკბაევის განცხადებით, რუსეთი აწარმოებს ყირგიზეთთან მოლაპარაკებას ამ ქვეყანაში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის საკითხზე. კერძოდ, დაგეგმილია საწვრთნელი ბაზის გახსნა სამხრეთ ყირგიზეთში. კაზაკბაევის თქმით, მოლაპარაკებების მიზანია, მომზადდეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უნდა გაერთიანდეს რუსეთის ყველა სამხედრო ობიექტი ყირგიზეთში. რუსეთს უკვე აქვს ბაზა ყირგიზეთში - კანტის ბაზა დედაქალაქ ბიშკეკთან, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე სამხედრო ობიექტი. ყირგიზეთში სამხედრო ბაზა აქვს შეერთებულ შტატებსაც.
XS
SM
MD
LG