Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა


საბერძნეთში 48 საათიანი საყოველთაო გაფიცვა იწყება. პროფკავშირები პარლამენტში ეკონომიური პროგრამის განხილვას აპროტესტებენ. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს გადასახადების დაწესებას საბერძნეთში მინიმალური ხელფასის მქონე პირებისთვისაც. მოელიან, რომ გაფიცვა მოიცავს მთელ საჯარო სექტორს, ექიმებისა და სასწრაფო დახმარების მანქანების მძღოლების ჩათვლით. მასში ჩაერთვებიან ჟურნალისტები და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თეატრების მსახიობებიც. ათენში 5000-მდე პოლიციელია მობილიზებული.
XS
SM
MD
LG