Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანის ძებნილი პრეზიდენტი ჩინეთს ეწვია


სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული, ჩინეთს ეწვია. ალ-ბაშირს გენოციდში, საომარ დანაშაულსა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი. 2003 წლის შემდეგ სუდანის დარფურის რეგიონში 300 ათასი ადამიანი დაიღუპა. სუდანის პრეზიდენტი ჩინეთში დაგეგმილზე ერთი დღით გვიან ჩავიდა თვითმფრინავის მარშრუტის შეცვლის გამო. ალ-ბაშირი პეკინში თეირანიდან გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო ტერორიზმზე კონფერენციას ესწრებოდა. სუდანის მედიის ცნობით, ალ-ბაშირი პეკინში პაკისტანის გავლით გაემგზავრა, რადგან თურქმენეთმა მისი რეისი დაბლოკა. ადამიანის უფლებათა დამცველები ჩინეთს მწვავედ აკრიტიკებენნ სუდანის პრეზიდენტის მასპინძლობის გამო.
XS
SM
MD
LG