Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ


ათენში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების მომცრო ჯგუფების წინააღმდეგ, ჯოხებისა და ბოთლების სროლისათვის ბოლოს მოსაღებად მაშინ, როცა დემონსტრაციის ათასობით მონაწილემ ჩაიარა ქალაქის ქუჩებში, საბერძნეთში საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად. დღესვე საბერძნეთში დაიწყო 48-საათიანი საყოველთაო გაფიცვა. პარლამენტში ხვალ უნდა გაიმართოს კენჭისყრა ხარჯების დასაზოგ ზომებზე და სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციაზე. საბერძნეთისაგან ამ ნაბიჯს მოითხოვენ მისთვის 12 მილიარდი ევროს მისაწოდებლად დახმარების პაკეტიდან, რომელსაც ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი აფინანსებენ.
XS
SM
MD
LG