Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე კრისტინ ლაგარდი აირჩიეს


საფრანგეთის ფინანსთა საქმეთა მინისტრი, კრისტინ ლაგარდი დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე იქნა არჩეული. ის ამ თანამდებობაზე მყოფი პირველი ქალი იქნება ორგანიზაციის ისტორიაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 24-წევრიანი მმართველი საბჭო დღეს შეიკრიბა ვაშინგტონში, სადაც ფონდის წარმომადგენელმა, დევიდ ჰაულიმ შემდეგი განცხადება გააკეთა: "საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს კრისტინ ლაგარდი აირჩია ფონდის ხელმძღვანელად ხუთი წლის ვადით, 2011 წლის 5 ივლისიდან. ქალბატონი ლაგარდი, რომელიც შეცვლის დომინიკ სტროს-კანს, პირვედი ქალი იქნება, რომელიც გაუძღვება საერთაშორისო სავალუტო ფონდს“.
ლაგარდი შეცვლის სტროს-კანს, რომელიც ნიუ-იორკში იქნა დაკავებული სასტუმროს მოსამსახურე ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდების სფუძველზე. ლეგარდი, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრია, რომელსაც სახელი გაითქვა, როცა ლიდერის უნარი გამოავლინა ბოლო სამი წლის განმავლობაში საფინანსო კრიზისის პერიოდში. მას აშშ-მა დღეს გამოუცხადა მხარდაჭერა. ლაგარდის კონკურენტი იყო მექსიკის ცენტრალური ბანკის მმართველი, აგუსტინ კარსტენსი. კრისტინ ლაგარდი 55 წლისაა.
XS
SM
MD
LG