Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანს არ სურს, რომ ირანს გაეროს წარგზავნილი ეწვიოს


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის არ ეთანხმება ადამიანის უფლებების სფეროში ირანის შესახებ გაეროს ახლად არჩეული საგანგებო მომხსენებლის ვიზიტს ამ ქვეყანაში. აჰმედ შაჰიდი, მალდივების ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს პირველი წარგზავნილია ირანში, რომელსაც მომხსენებელის ფუნქცია აქვს მაჰმუდ აჰამადინეჟადის ხელისუფლებაში მოსვლის, 2005 წლის შემდეგ. თეირანის თანახად, შაჰიდის დასახელება „პოლიტიკური აქტია“, რომელიც აშშ-ის ზეწოლის შედეგია. გაერო ამ ტიპის მომხსენებლებს ირჩევს ხოლმე ისეთი ქვეყნებისთვის, სადაც უფლებების აშკარა დარღვევა ხდება.
XS
SM
MD
LG