Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლოა დროებითი კომისია შეიქმნას მედიაზე ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად


მედიაზე ზეწოლის ფაქტების გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნის ინიციატივით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატთა ნაწილმა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა უკვე გააცნეს სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ინიციატივის მხარდამჭერი დეპუტატები განმარტავენ, რომ კომისიამ უნდა გამოიძიოს მედიაზე როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისა და კერძო პირების ზეწოლის ფაქტები. ჯერჯერობით მოთხოვნას ხელს აწერს მხოლოდ 6 დეპუტატი, რომელთა რაოდენობის 30-მდე გაზრდის შემთხვევაში, ინიციატორები პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ.
XS
SM
MD
LG