Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი პროვოკაციის მზადებაში ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა ფართომასშტაბიანი პროვოკაციის მზადებაში. კერძოდ, კონკრეტული წყაროს დაუსახელებლად, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები აპირებენ საზღვარზე დევნილთა მასობრივი, არასანქცირებული გადასვლის ორგანიზებას, რათა ოსურ მხარეს ძალის გამოყენება აიძულონ და მსოფლიო თანამეგობრობის დეზინფორმირებით სააკაშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური დივიდენდები მიიღოს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას აბსურდი და პარანოია უწოდა საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.
XS
SM
MD
LG