Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ ემხრობა სირიის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციის პროექტს


რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა დღეს დაადასტურა, რომ მოსკოვი ეწინააღმდეგება სირიის მიმართ გაეროს რეზოლუციის მიღებას. რეზოლუციის პროექტით, რომელიც საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ მოამზადეს, სირიის მმართველი რეჟიმი დაგმობილია საპროტესტო აქციების მონაწილეებისადმი მიმართული რეპრესიების გამო. ასეთი რეზოლუციის წინააღმდეგ გამოდის გაეროს უშიშროების საბჭოს კიდევ ერთი მუდმივი წევრი, ჩინეთი. დღეს სერგეი ლავროვმა სირიელ ოპოზიციონერებს მოუწოდა, ჩაერთონ მოლაპარაკებაში ქვეყნის ლიდერებთან. ლავროვის თქმით, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მმართველობის დამხობის ნებისმიერ მცდელობას შესაძლოა, სახიფათო შედეგები მოჰყვეს. უფლებადამცველების მონაცემებით, სირიაში 1400-მდე ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც დაიწყო საპროტესტო აქციები მმართველი რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG