Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ექსტრემისტებმა მოკლეს სამი პოლიციელი


პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, სამი პოლიციელი დაიღუპა პოლიციის სადგურზე ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად. იერიში წუხელ მოეწყო ჩრდილოეთში მდებარე ხიბერ პახტუნხვის პროვინციაში, რომელიც სვატის რეგიონს ესაზღვრება. ამ რეგიონში ხშირია ძალადობა, პაკისტანის არმიის 2009 წლის მასშტაბური ოპერაციის მიუხედავად. მანამდე სვატის რეგიონი თალიბანის დასაყრდენად იყო მიჩნეული.
XS
SM
MD
LG