3 ივლისს, ნაცისტი ოკუპანტებისგან ბელორუსიის განთავისუფლების დღის აღსანიშნავად მოწყობილ აღლუმზე, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ერთხმად ტაშის დაკვრა დაიწყეს, რითაც მთავრობის მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა და 200-ზე მეტი ადამიანი დააკავა. მათი დიდი ნაწილი სასამართლოს წინაშე წარდგება.
ბელორუსიის პოლიციამ სასტიკად დაარბია დემონსტრაცია, რომელიც ქვეყნის არაერთ ქალაქში გაიმართა. იუწყებიან, რომ პოლიციის თანამშრომლები სამოქალაქო ფორმაში იყვნენ გამოწყობილი.
დემონსტრანტები მინსკში და სხვა ქალაქებში შეიკრიბნენ, რათა უკმაყოფილება გამოეთქვათ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს პოლიტიკის მიმართ. პროტესტის ფორმა ტაშის ერთ რიტმში ხმამაღლა დაკვრა იყო. გამოსვლების ორგანიზება მოხდა საინტერნეტო სოციალური ქსელების მეშვეობით. ნაციზმისგან ბელორუსიის განთავისუფლების დღეს მინსკის სადგურთან ერთ-ერთ დემოსნტრაციას შეესწრო რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ჰალინა აბაკუნჩიკი, რომელიც ჰყვება პოლიციის სისასტიკის შესახებ:
„ასეთს არაფერს შევსწრებივარ მინსკში, თუმცა ბევრი დემონსტრაცია გამიშუქებია. ხალხს პირდაპირ ქუჩაში აპატიმრებენ. პოლიციის მანქანები ყველა მხრიდან მიმდებარე ქუჩებიდან შემოდიან. აპატიმრებენ ყველას, ვინც კი ხელში უვარდებათ. ყველას სცემენ, სულ ერთია, ვინ დგას მათ წინ. გამვლელები მათი მსხვერპლის დაცვას ცდილობენ, მაგრამ პოლიციელები განაგრძობენ ცემას და ხალხის დაპატიმრებას.“
დემონსტრანტებს შორის იყვნენ ახალგაზრდები, უფრო ასაკოვანი ხალხიც და დედებიც, ბავშვებთან ერთად. ოპოზიციურ ჯგუფ „ვესნას“ თანახმად, დააკავეს 300-მდე ადამიანი. დაკავებულთა შორის იყო რადიო თავისუფლების კორესპონდენტი. როგორც სხვა არაერთ მოქალაქეს, მასაც ბრალად სოციალურ არეულობაში მონაწილეობას უყენებენ.
არაერთი ადამიანი დააკავა პოლიციამ დილით, როცა პრეზიდენტი ლუკაშენკო დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა და დემონსტრანტებმა ტაშის დაკვრა დაიწყეს. საპროტესტო გამოსვლების თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ მიუწვდომელი გახადა საინტერნეტო სოციალური ქსელები, რა გზითაც მოწოდებები ვრცელდებოდა. რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახურის საიტმა რამდენიმე საათით შეწყვიტა მუშაობა. არის ეჭვი, რომ ეს განზრახ მოახდინეს. დაზარალდა ჩვენი რადიოს სხვა სამსახურებიც. პრეზიდენტი ლუკაშენკო სიტყვით გამოვიდა სამხედრო აღლუმეზე და საპროტესტო გამოსვლებს უწოდა უცხოეთში მომზადებული შეთქმულება მისი ჩამოგდების მიზნით:
„ჩვენ სულ უფრო ძლიერად და მიზანდასახულად გვახვევენ თავს ფერადი რევოლუციების უსინდისო სცენარებს, რომლებიც ზოგიერთი ქვეყნების დედაქალაქებში იწერება. ჩვენ ვიცით, რომ ამ თავდასხმების მიზანი თავდაუჯერებლობისა და მღელვარების დათესვაა, საზოგადოებრივი ერთობის მოსპობა და ჩვენი დაჩოქებაა, დამოუკიდებლობის ყველა მიღწევის გაბათილებაა. მაგრამ ეს არ მოხდება.“
ლუკაშენკოს, რომელსაც ერთმა ყოფილმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ევროპის ბოლო დიქტატორი უწოდა, ოპოზიცია ადანაშაულებს შარშან დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და ოპოზიციური კანდიდატების დევნაში. დაკავებულებს შორის იყო ერთ-ერთი მათგანი. სამი ივლისის გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ლუკაშენკოს მისწერა ღია წერილი და ამცნო, რომ მდუმარე გამოსვლები გაგრძელდება, მიუხედავად მთავრობის სისასტიკისა. წერილის ავტორები აღშფოთებას გამოთქვამენ სამართალდამცავ უწყებათა ქმედების გამო, იმის გამო, რომ მათი სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი თანამშრომლები აკავებენ და სცემენ მშვიდობიან დემონსტრანტებს.