Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპატრიარქო მიღებულ კანონს ეკლესიის და ქვეყნის ინტერსებისათვის საზიანოს უწოდებს


"მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს. რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა დღეს დაჩქარებული წესით ერთხმად დაამტკიცა. „საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსენსუსის მიღწევის თაობაზე, შემდეგ კი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა. შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება", - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საკანონმდებლო ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა, არც ერთის წინააღმდეგ. კენჭისყრას ოპოზიცია არ ეწრებოდა, რადგან ისინი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
XS
SM
MD
LG