Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სარდალი ერაყში იერიშების გააქტიურების საფრთხეზე ლაპარაკობს


ერაყში განლაგებული ამერიკული არმიის უმაღლესი მთავარსარდლი აცხადებს, რომ თუკი არ მოხდა ექტრემისტების იერიშების აღკვეთა, ამას შესაძლოა ქვეყნიდან უცხოელი ივესტორების გადინება გამოიწვიოს. აღნიშნული განცხადება გენერალმა ლოიდ ოსტინმა გააკეთა მას შემდეგ, რაც 28 კაცი დაიღუპა ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე სამთავრობო შენობების მახლობლად მომხდარი აფეთქებების შედეგად. ბოლო სამი დღის განმავლობაში ერთმანეთთან დაკავშირებული იერიშების შედეგად 10 პოლიციელი და სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ბოლო თვის განმავლობაში ამერიკის არმიამ ერაყში 14 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა, რაც ყველაზე მაღალია 2008 წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG