აზერბაიჯანის საავიაციო კომპანიამ განაცხადა, რომ მან შეწყვიტა ფრენა ავღანეთში მას მერე, რაც მისი ერთი თვითფრინავი ავღანეთის აღმოსავლეთეში ჩამოვარდა. რუსული წარმოების თვითმფრინავმა, „ილიუშინ 76-მა“, როლმედიც კომპანია „სილკ უეი კომპანის“ ეკუთვნოდა, კატასტროფა განიცადა სამშაბათს. ეკიპაჟის ცხრავე წევრი დაიხოცა. კომპანიის პრეზიდენტმა, ზაურ ახუნდოვმა განაცხადა, რომ შეაჩერა ფრენები ავღანეთში და ავარიის მიზეზების გამოძიებას ელის.