Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქებამ ხუთი ადამიანი შეიწირა


პაკისტანში აფეთქებამ, რომელიც თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო პოლიტიკურ შეკრებაზე, სულ ცოტა, ხუთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა 20-ზე მეტი. შეკრებაზე, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, სვატის ხეობის მახლობლად გაიმართა, უნდა მისულიყო მთავრობის წევრიც, ამირ მუყამი. ის ჯერ არ იყო ადგილზე, როცა აფეთქება მოხდა. პასუხისმგებლობა არავის უკისრია, მაგრამ ცნობილია, რომ პაკისტანის თალიბანი თავდასხმებს აწყობს პაკისტანელ ოფიციალურ პირებზე და უშიშროების ძალებზე.
XS
SM
MD
LG