Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტორეპორტიორთა გასათავისუფლებლად ხელმოწერები გროვდება


"ალია ჰოლდინგი" ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის თავდებით გათავისუფლების ინიციატივით გამოვიდა და 11 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ გამართულ აქციაზე, ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. რაც შეეხება ირაკლი გედენიძეს, ”ალია ჰოლდინგის” განცხადებით, თავდებით გათავისუფლების მოთხოვნა მას არ შეეხება, რადგანაც გავრცელებულია მისი აღიარებითი ჩვენება. 11 ივლისს "ალია ჰოლდინგის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ხაზგასმულია მოთხოვნები, რომ საქმეს გრიფი "საიდუმლო" უნდა მოეხსნას და გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. წინასწარი ინფორმაციით, ხელმოწერილი განცხადება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს, უცხოეთის მედიას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს გაეგზავნება.
XS
SM
MD
LG