Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბულგარიას” კატასტროფის 102 მსხვერპლის ვინაობა დადგენილია


მდინარე ვოლგაზე თბომავალ ”ბულგარიას” ჩაძირვის 102 მსხვერპლი ამოცნობილია. დადსტურებულია 105 ადამიანის დაღუპვა. მათგან 24 ბავშვია. პეტერბურგიდან ყაზანში ჩაფრინდა თვითმფრინავი ჩაძირული თბომავლის წყლიდან ამოსატანი სპეციალური აღჭურვილობით. დღეს მყვინთავები დაასრულებენ ”ბულგარიის” შესწავლას, რის შემდეგაც თბომავალს წყლიდან ამოსატანად გაამზადებენ. გუშინ ყაზანის სასამართლომ გასცა სანქცია თბომავლის მოიჯარე კომპანიის ხელმძღვანელისა და სამდინარო რეგისტრის იმ ექსპერტის დაკავებაზე, რომელმაც თბომავლის ვარგისიანობაზე დოკუმენტები გასცა.
XS
SM
MD
LG