Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში 10 მემბოხე მოკლეს


ლიბიელი ექიმების ცნობით, ოპიზიციის 10 მებრძოლი დაიღუპა პარასკევს, მემბოხეების მიერ ნავთობის მრეწველობის თვალსაზრისით სტრატეგიულ ქალაქზე მიტანილი იერიშის დროს. მოჰამედ იდრისის თქმით, მეამბოხეთა ძალების ავანგარდი პარასკევს ღამით შევიდა ქალაქ ბრეგაში, სადაც მათ საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს მუამარ კადაფის მომხრე სამთავრობო ძალებმა. ამასთან, კადაფიმ უარყო გარდამავალი ნაციონალური საბჭო და 40 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საბჭოს ცნობას „სასაცილო“ უწოდა. ლიბიის საკონტაქტო ჯგუფმა, რომელმაც პარასკევს სტამბოლში გამართა შეხვედრა, ლიბიის მეამბოხეთა საბჭო ლიბიელი ხალხის წარმომადგენლად და ხელისუფლებად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG