Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკოზიმ და მერკელმა „საერთო პოზიციას“ მიაღწიეს ევროზონის კრიზისზე


საფრანგეთის პრეზიდენტის კანცელარია აცხადებს, რომ ნიკოლა სარკოზიმ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწიეს „საერთო პოზიციას“ ევროზონაში ვალებთან დაკავშირებული კრიზისის თაობაზე. შეთანხმება წინ უსწრებს ევროზონის ქვეყნების შეხვედრას, რომელიც დღეს გაიმართება ბრიუსელში. მისი თემაა საბერძნეთის ვალებთან დაკავშირებული მეორე კრიზისული გეგმა. აქამდე გერმანია მოითხოვდა, რომ დახმარების მინიჭების შესახებ ნებისმიერი შემდგომი გეგმის ფარგლებში საბერძნეთის კრედიტორებმა დანაკარგები უნდა განიცადონ. ამას ეწინააღმდეგებოდნენ საფრანგეთი და ევროპის ცენტრალური ბანკი, რომელთა აზრით, ასეთმა სცენარმა შეიძლება ევროპის მასშტაბით საბანკო კრიზისი გამოიწვიოს და პრობლემები შეუქმნას ესპანეთს და, შესაძლოა, იტალიას.
XS
SM
MD
LG