Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ძალები ზედიზედ მეორე დღეა ბომბავენ ტრიპოლის ცენტრს


კვირას ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის ცენტრში ზედიზედ მეორე დღეა აფეთქებები მოხდა. დიდი ბრიტანეთის გენერალ-მაიორმა ნიკ პოუპმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის სამეფო ავიაციის სამხედრო თვითმფრინავმა იერიში განახორციელა მუამარ კადაფის ბაბ ალ-აზიზიას კომპლექსის კედლის წინააღმდეგ. მისი თქმით, კომპლექსში რეჟიმის მთავარი შენობები მდებარეობს. ამასობაში კადაფის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდელათი ობეიდიმ დღეს დატოვა კაირო სამდღიანი ვიზიტის შემდეგ. მთავრობის წარმომადგენელმა, მუსა იბრაჰიმაა პარასკევს თქვა, რომ ლიბიის წარმომადგენლები მზად არიან, მეტი მოლაპარაკება გაემართათ შეერთებულ შტატებთან და მეამბოხეებთან, მაგრამ კადაფი არ გადადგებაო.
XS
SM
MD
LG