Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტი თუ გადაგა, მას მისი სიძე შეცვლის


ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის მრჩეველმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიძე ჩაიბარებს ხელისუფლებას, თუკი სახელმწიფო მეთაური გადადგება. იერმუხამეტ იერტისბაევის თქმით, ტიმურ კულიბაევი, რომელიც ყაზახეთის დიდი კომპანიის სამრუკ-კაზმინას ხელმძღვანელი და ნაზარბაევის შუათანა შვილის, დინარას ქმარია, ჩაიბარებს ხელისუფლებას, თუ პრეზიდენტი მოულოდენლად გადადგება. რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული ეს კომენტარი მოჰყვა ნაზარბაევის მოგზაურობას გერმანიაში. გერმანიის „ბილდი“ წერდა, რომ ნაზარბაევს იქ წინამდებარე ჯირკვალის ოპერაცია გაუკეთეს.
XS
SM
MD
LG