Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლის სასამართლომ ჟურნალისტის მკვლელს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯა


სტამბოლის სასამართლომ ჟურნალისტ ჰრანტ დინკის მკვლელს განაჩენი გამოუტანა 2007 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის. იგიუნ სამასთი მაშინ 17 წლისა, არასრულწლოვანი იყო, ამიტომაც მას თავდაპირველი სამუდამო პატიმრობა 23 წლით პატიმრობით შეუცვალეს. სამასთმა დანაშაული აღიარა. დინკი ორ, თურქულ-სომხურენოვანი გაზეთის, „აგოსის“ რედაქტორი და თურქეთში მცხოვრები ყველაზე პოპულარუული სომეხი ეროვნების ჟურნალისტი იყო. გამოძიების თანახმად, მკვლელობა ნაციონალისტურ ნიადაგზე მოხდა. დინკი ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტას გენოციდს უწოდებდა, რასაც თურქეთი არ აღიარებს და რამაც თურქი ნაციონალისტების მხრიდან მის მიმართ სიძულვილი გამოიწვია.
XS
SM
MD
LG