ირანის იუსტიციის უწყების წარმომადგენლის, ღოლამ ჰოსეინ მოჰსენი ეჯეიეს თქმით, მსახიობსა და კინორეჟისორს, ფეგა აჰანგარანის და მსახიობ მარზიე ვაფამერს საპატიმროდან გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ. ორივე ქალი ივლისის დასაწყისში დააპატიმრეს. ეჯეიეს თქმით, მათ დღეს, ან ხვალ გაუშვებენ მას მერე, რაც ისინი დაიკითხნენ. აჰანგარანი გასულ კვირაში დააპატიმრეს. ის გერმანიაში აპირებდა გამგზავრებას, რათა ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი გაეშუქებინა ბლოგის მეშვეობით, რომელიც გერმანიის „დოიჩე ველემ“ შექმნა. ის2009 წლის საპრეზიდენიო არჩევნებზე ოპოზიციონერის, მირ ჰოსეინ მუსავის მხარდამჭერი იყო. ვაფამერი დააკავეს მისი მონიწილეობით გადაღებული ფილმის, „იყიდება ჩემი თეირანის“ გამო. ფილმი კონსერვატულმა წრეებმა ირანში მკაცრად გააკრიტიკეს.
ყველაზე პოპულარული
1