Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სულ ცოტა, 27 ექსტრემისტი დახოცეს


პაკისტანელი ოფიციალური პირების განცხადებით, სულ ცოტა, 27 ექსტრემისტი და ოთხი ადგილობრივი შეიარაღებული პირი დაიღუპნენ შეტაკებების დროს კურამის რაიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის თქმით, კვირას საღამოს დაიწყო ბრძოლა ადგილობრივი თემების შეიარაღებულ ჯგუფებსა და თალიბებს შორის. ამასთან, პაკისტანის ჯარებმა დახმარება აღმოუჩინეს თალიბანთან მებრძოლ ძალებს და არტილერია გამოიყენეს ექსტრემისტების პოზიციების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG