Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ცდილობს, განმუხტოს კოსოვოს სასაზღვრო კრიზისი


კოსოვოში ნატოს პრესმდივნის განცხადებით, ალიანსი აწარმოებს მოლაპარაკებას, რათა ბოლო მოუღოს კრიზისს კოსოვო-სერბიის საზღვარზე. წუხელ კოსოვოელმა პოლიციელებმა დაიკავეს პოზიცია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე, უმეტესწილად ეთნიკური სერბებით დასახლებულ რეგიონსა და სერბიას შორის. ამის შემდეგ ადგილობრივმა სერბებმა გადაკეტეს მეორე სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. კოსოვოს საკითხებში სერბიის სახელმწიფო მინისტრის, ოლივერ ივანოვიჩის შეფასებით, არსებობს დაძაბულობის სახიფათოდ გამწვავების საფრთხე. კოსოვოში ევროკავშირის მისიამ კოსოვოს ლიდერებს მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაწყვეტილებების ცალმხრივი წესით მიღებისაგან. კოსოვოს ხელისუფლებამ გასულ კვირაში აკრძალა სერბიიდან იმპორტი მას შემდეგ, რაც სერბიამ უარი თქვა კოსოვოს წინააღმდეგ მოქმედი ემბარგოს გაუქმებაზე. მან ემბარგო შემოიღო 2008 წელს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ.
XS
SM
MD
LG