მაროკოს ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ავარია განიცადა C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა. ის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რეგიონში, ქალაქ გუელმიმის მახლობლად ჩამოვარდა. საინფორმაციო სააგენტო სხვა დეტალებს არ ავრცელებს. ინტერნეტპორტალებზე გავრცელებული ცნობებით, რომლებიც სხვადასხვა წყაროს ეყრდნობა, თვითმფრინავში მყოფი 70 ადამიანიდან დაიღუპა, სულ ცოტა, 26 პირი. ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ.
ყველაზე პოპულარული
1