Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთიდან აძევებენ ლიბიის საელჩოს თანამშრომლებს


ბრიტანეთის მთავრობა აძევებს ლონდონში ლიბიის საელჩოს ყველა თანამშრომელს. საგარეო უწყების განცხადებით, მან დღეს დაიბარა საელჩოს წარმომადგენელი და შეატყობინა მას, რომ ბრიტანეთიდან უნდა გაემგზავროს საელჩოში დარჩენილი რვავე პირი. დღეისთვის დაგეგმილია საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის პრესკონფერენცია ამ საკითხზე. დღესვე, უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, ბრიტანეთმა ლიბიის კანონიერ მთავრობად აღიარა მეამბოხეები, რომლებიც მუმარ კადაფის წინააღმდეგ იბრძვიან.
XS
SM
MD
LG