26 ივლისს, თბილისის სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", გამომცემლობა "სახე(ლ)ებმა" მოაწყო წლის გამორჩეულ ადამიანთა დაჯილდოების ცერემონია. ოცდახუთი ნომინაციიდან ერთ-ერთში გაიმარჯვა და წლის საუკეთესო ჟურნალისტის ჯილდო მოიპოვა რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ.