Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში მიმდინარეობს მოლაპარაკება დეფოლტის თავიდან ასაცილებლად


შეერთებულ შტატებში რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ცდილობენ, დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებზე მიაღწიონ კომპრომისს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. აშშ-ს დეფოლტის, ანუ ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმის საფრთხე ემუქრება, თუ 2 აგვისტომდე არ გაიზრდება ვალების ასაღებად დაშვებული ლიმიტი. სენატში დემოკრატების ლიდერი ჰერი რეიდი, სენატშივე რესპუბლიკელების ლიდერი მიტჩ მაკკონელი და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ჯონ ბეინერი მონაწილეობენ შეხვედრაში ორივე პარტიისათვის მისაღები გამოსავლის მოსაძებნად. ბეინერმა წარმომადგენელთა პალატის წევრ რესპუბლიკელებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის მიერ წარმოდგენილ გეგმას, რომელიც ითვალისწინებს შეერთებული შტატების ბიუჯეტის შეკვეცას და ვალების ლიმიტის გაზრდას. ამ გეგმას ეწინააღმდეგებიან დემოკრატები, უწინარეს ყოვლისა, იმ გარემოების გამო, რომ ის მხოლოდ ნახევარი წლით ითვალისწინებს ვალების ლიმიტის გაზრდას, რაც მოასწავებს ლიმიტის გამო დაპირისპირების განახლებას 2012 წელს - აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.
XS
SM
MD
LG