ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ საქართველოსთან მიმდინარე მოლაპარაკება ჯერჯერობით უშედეგოა, თუმცა დისკუსია გრძელდება - ამის შესახებ დღეს სააგენტო იტარ-ტასს განუცხადა მოსკოვის დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედვედკოვმა. მან აღნიშნა, რომ საქართველო და რუსეთი მოლაპარაკების ბოლო სტადიაზე არიან და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი მოსკოვისთვის სასურველი შედეგით დასრულდება. მედვედკოვის ცნობით, ოთხშაბათს ჟენევაში გაიმართა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის არაფორმალური კონსულტაცია, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მხარდაჭერის სანაცვლოდ თბილისი მოითხოვს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას.
ყველაზე პოპულარული
1